Loading data...
პარტია „ახალის“ მიერ დაწერილი პროცენტი უბრალოდ კომიკურია - ჩიხელიძე „მთავარი არხის“ კვლევაზე

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ (ISSA) სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, ეს არის მანიპულაცია კვლევის სახელით, რადგან „კვლევაში“ მოყვანილ ციფრები რეალობას არ ასახავს, ის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ნარატივის გავრცელებას ემსახურება, - ასე ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებულ სოციალურ კვლევას.

მისი თქმით, კვლევით აღფრთოვანებული მხოლოდ დამკვეთი დარჩა, რომელმაც რეალობაში არსებულ ციფრზე დაახლოებით 10 ჯერ დიდი პროცენტი დაიწერა, პარტია „ახალის“ მიერ დაწერილი პროცენტი უბრალოდ კომიკურია.

„რამდენიმე წლის უკან როცა ნაციონალური მოძრაობა ორ ბანაკად გაიყო, იმ დროისთვის ევროპულ საქართველოს ბევრი ცნობადი და ერთი შეხედვით რეიტინგული ადამიანი ჰყავდა, განსხვავებით ახალისგან, მაგრამ ევროპული საქართველოს რეიტინგი ყველამ ვნახეთ 2-3%.

ახალის რეიტინგიც დაახლოებით 2%ის ფარგლებში მერყეობს. კვლევა/მანიპულაციაში, რამდენიმე რბილად, რომ ვთქვათ უცნაური და გამომრიცხავი კითხვა/პასუხი ვიხილეთ მაგ:"როგორ შეაფასებთ პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?"დადებითად - 7.2% აფასებს, ამავდროულად პოლიტიკური პარტიების რეიტინგში ოპოზიციურ სპექტრს ბევრად დიდი მხარდაჭერა აქვს, უცნაურია მხოლოდ 7%-ს ჰქონდეს სიმპათია მაგრამ მხარს 36%-მდე გიჭერდეს.

კიდევ ერთი კითხვა ასე ჟღერდა, "როგორ შეიცვალა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო 1 წლის განმავლობაში?" ეს არის კითხვა, რომელიც დარგის ექსპერტებს უნდა ჰკითხო, რადგან სტატისტიკურ მოქალაქეს არ აქვს ისეთი ღრმა ეკონომიკური განათლება და ინფორმაცია, რომ ქვეყნის ეკონომის ცვლილებაზე არგუმენტირებული, ფაქტებით გამყარებული პასუხი ჰქონდეს, შესაძლოა ჰკითხო პირადად მისი ეკონომიკური მდგომარეობა როგორ შეიცვალა, მაგრამ როცა ქვეყნის ეკონომიკაზე ეკითხები ეს ცოტა არასერიოზულია.

ასევე იყო კითხვა ხელისუფლების საქმიანობის შესახებ, "როგორ შეაფასებთ ხელისუფლების საქმიანობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ?" ხელისუფლების საქმიანობას დადებითად 26.9% აფასებს, მაგრამ მხარს 38 % უჭერს, რაც ალოგიკური შედეგია“, - წერს ჩიხელიძე.