Loading data...
თამთა მეგრელიშვილი: რომან გოცირიძე, რომელსაც მთელი საქართველო „კუპონას“ ეძახის, გამოდის და ჭკუას გვარიგებს ლარის კურსთან დაკავშირებით

„და შენ რა უპასუხე ამ კითხვაზე? დავიქეცით, ჩამოინგრა მთელი სისტემა და ბანკებში მეორედ მოსვლაა დაწყებულიო? წარმოიდგინეთ ხო მეგობრებო ეს სცენა... დღეს რომან გოცირიძე, ადამიანი, რომელსაც მთელი საქართველო ობიექტურად „კუპონას“ ეძახის, გამოდის და ჭკუას გვარიგებს ლარის კურსთან დაკავშირებით. ამან ვის რა უნდა ასწავლოს, როდესაც მოსახლეობა 90-იანებში სრულიად გააკოტრა და გააღარიბა“, - ამის შესახებ თამთა მეგრელიშვილი ფეისბუკზე წერს.

მისი შეფასებით, რომან გოცირიძეა ის ადამიანი, რომელიც კუპონისადმი უნდობლობის მთავარი მიზეზი გახდა.

„სწორედ რომან გოცირიძეა ის ადამიანი, რომელიც კუპონისადმი უნდობლობის მთავარი მიზეზი გახდა. საინტერესოა, ვინ 100 ადამიანი ეკითხება მას აზრს ბანკიდან თანხის გამოტანასთან და შეტანასთან დაკავშირებით. ან რომელ საღად მოაზროვნე ადამიანს სჭირდება მისი რჩევა ამ საკითხზე? ეს იგივეა, რაც ყველაზე ლუზერი ფეხბურთის მწვრთნელმა სხვა მწვრთნელს აუხსნას წარმატების სტრატეგია და ტაქტიკა. ცალსახაა, კუპონად წოდებული რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის მმართველებს შორის ყველაზე წარუმატებელი და ლუზერი მმართველი, ცდილობს რომ საქართველოს მყარი ფინანსური სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ძალიან კი გინდათ, მაგრამ სად არის შენი და შენი მსგავსი ლუზერების ასარევი და დასანგრევი ასე კარგად აწყობილი და დალაგებული ეკონომიკა. როგორც შენი საყვარელი მიშა სააკაშვილი იტყოდა, ვერ მოგართვით....“, - წერს მეგრელიშვილი.