Loading data...
ვახუშტი მენაბდე: ვენეციის კომისიის დასკვნა ყველა შემთხვევაში საყურადღებოა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვწყვეტთ და არა კომისია, რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი

რა არის ვენეციის კომისია და რატომ ველოდებით მის დასკვნას? რამდენიმე პუნქტი ჩამოვწერე, ისინი მარტივ პასუხებს იძლევიან ამ კითხვებზე. რეალობა რომ ვიცოდეთ: ვენეციის კომისიის დასკვნებს სამართლებრივად სავალდებულო ძალა არ აქვს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, „გამჭვირვალობის კანონზე“ ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

ის დეტალურად განმარტავს „ვენეციის კომისიის“, როგორც საერთაშორისო ინსტიტუტის ფუნქციებს და დასკვნის მომზადების პროცედურებს.

ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებლის კითხვაზე კი, თუ ვენეციის კომისიამ ამ კანონში შენიშვნების სახით გასცა რეკომენდაციები, მთავრობა დათანხმდა ამ შენიშვნების გათვალისწინებას, მაშინ რა ხდება, უნდა მივაღებინოთ ეს კანონი? მენაბდე პასუხობს: „კომისიის დასკვნა ყველა შემთხვევაში საყურადღებოა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ ვწყვეტთ და არა ვენეციის კომისია რა არის ჩვენი ქვეყნისთვის კარგი.