Loading data...
„ეს დიდწილად მისი დამსახურებაა“ - „მეცის“ ყოფილი ფეხბურთელი მიქაუტაძეზე

„მეცის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სირილ პუჟემ განაცხადა, რომ გიორგი მიქაუტაძის დამსახურებაა, „მეცს“ ლიგა 1-ში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ რომ აქვს.

„მეცს კარგა ხანია დიდი ბომბარდირი არ ჰყოლია, რადგან არც მე ვიყავი განსაკუთრებული გოლეადორი. ასეთი რეკორდის გასამეორებლად 29 წელი ლოდინი, რაღაც წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, გამიხარდა და სასიამოვნოდ გამიკვირდა ამ სტატისტიკის გამეორება, ამავდროულად ძალიან ამაყიც ვარ. ვფიქრობ, რომ გუნდში ყველაზე დიდი წვლილი მას აქვს. თუ დღეს, მეცი კვლავ ცდილობს ლიგა 1-ში დარჩენას, ეს დიდწილად მისი [მიქაუტაძის] დამსახურებაა“, - აცხადებს „მეცის“ ყოფილი ფეხბურთელი.