Loading data...
გიორგი მამარდაშვილი: ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები „ევრო 2024“-ზე ითამაშებს, მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ

საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ ვებგვერდი სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს.

ფეხბურთელი გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული ნაკრების საბერძნეთთან გამარჯვების ემოციებს უზიარებს.

„მოგესალმებით გულშემატკივრებო! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები „ევრო 2024“-ზე ითამაშებს. მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ. შევხვდებით შაბათს „მესტალიაზე“, მალიორკასთან მატჩზე“, - აცხადებს გიორგი მამარდაშვილი.