Loading data...
გიორგი მიქაუტაძის შეძენა მადრიდის ატლეტიკოს სურს - Football Transfers-ის ჟურნალისტი

Football Transfers-ის ჟურნალისტის რობინ ბეირნერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მეცის“ თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შეძენა მადრიდის ატლეტიკოს სურს.

„ესპანური წყაროების ცნობით, აიაქსის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე მადრიდის ატლეტიკოს სურს. მას ამსტერდამულ კლუბში უგოლო სერია ჰქონდა, მაგრამ იანვარში მეცში იჯარით დაბრუნების შემდეგ, უდავოდ ლიგა 1-ის საუკეთესო ფორვარდი გახდა“, - წერს ბეირნერი.