Loading data...
„ისეთ ფეხბურთელს, როგორიც „კვარაა“, ყოველდღიური მხარდაჭერა სჭირდება“ - სპალეტი

„ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში იტალიურ კლუბში არსებულ კრიზისსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მისი თქმით, ისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს, როგორიც „კვარაა“, ყოველდღიური მხარდაჭერა სჭირდება.

„ახალგაზრდა ბიჭებს, როგორებიც მაგალითად, ზირკზე და კვარაცხელია არიან, აღზრდა, დაცვა და ყოველდღიური მხარდაჭერა სჭირდებათ“, - ამბობს სპალეტი. 

მისივე თქმით, ერთ სეზონში სამი მწვრთნელის გამოცვლა მეტისმეტია და შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს „ნაპოლის“ წარუმატებლობა.

„ფეხბურთელებს, ზოგჯერ სჭირდებათ ნუგეშისცემა, დარწმუნება, რომ ისინი ძლიერები არიან. როგორც წესი, სამი მწვრთნელი 5 წელიწადშიც კი არ იცვლება. როგორც შეიძლება, ფეხბურთელებმა სულ რამდენიმე თვეში ამდენი რამე აითვისონ ადამიანებისგან, რომლებსაც განსხვავებული მეთოდები და ხასიათი აქვთ?“, - აღნიშნავს სპალეტი. 

ამ ეტაპისთვის, სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში მერვე პოზიციას იკავებს, უეფას ჩემპიონთა ლიგას კი კლუბი მეოთხედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.