Loading data...
„ისტორია დავწერე, ახლა დროა, ლეგენდა გავხდე“ - ილია თოფურია

UFC-ს ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ ილია თოფურიას პოდკასტში MMAF სტუმრობისას ჰკითხეს, რატომ წაშალა ინსტაგრამის აღწერიდან სიტყვები „UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი“, რომელიც ჯერ კიდევ იქამდე დაიწერა, სანამ მაშინდელ ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაამარცხებდა. 

თოფურია: ტიტულის დაცვა სექტემბერში, გავხდები პირველი მებრძოლი, ვინც ჰოლოუეის ნოკაუტით დაამარცხებს

ამაზე პასუხად, 27 წლის მებრძოლმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემპიონი გახდა, უკვე ახალი მიზანი აქვს და ეს, ლეგენდად ქცევაა.

„ამ ბრძოლამდე, ჩემი მიზანი იყო, გავმხდარიყავი UFC-ის მსოფლიო ჩემპიონი, თუმცა, ახლა, მე უკვე ვარ ჩემპიონი, ასე რომ, უკვე სხვა მიზნები მაქვს. მინდა, ლეგენდა ვიყო. სულ ცოტა ხნის წინ ისტორია დავწერე, ახლა კი დროა, ლეგენდა დავწერო“, - თქვა თოფურიამ.

აღსანიშნავია რომ ამის შემდეგ, თოფურიას ინსტაგრამ გვერდზე ახალი წარწერა - „ლეგენდა, რომლის მსგავსიც აღარ დაიბადება“ გამოჩნდა.

შეგახსენებთ, ილია თოფურია, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, UFC-ის პირველი მსოფლიო ჩემპიონია როგორც საქართველოს, ისე ესპანეთის ისტორიაში.