Loading data...
„ჯგუფიდანაც გავალთ“ - ილია თოფურია ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ეხმაურება

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გასვლას ეხმაურება.

„ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ“, - წერს ილია თოფურია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ილია თოფურიამ 21 მარტს, საქართველო-ლუქსემბურგს შორის ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალური შეხვედრის წინ, დინამო არენაზე საჩემპიონო ქამარი წარადგინა და ჟურნალისტებთან პროგნოზიც გააკეთა, რომ საქართველო მატჩს ანგარიშით 2:0 მოიგებდა, რაც გამართლდა. 

ფინალურ შეხვედრაში ქართველებმა საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლიეს და ივნისში გერმანიაში გაემგზავრებიან ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ. გუნდი F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.