Loading data...
ხვიჩა კვარაცხელია „ატალანტასთან“ ვერ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს უახლოეს მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

კვარას მცირე დაზიანება აღენიშნება და „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, რომ რისკზე არ წავიდნენ. ამიტომ, „ატალანტას“ წინააღმდეგ შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი მოედანზე არ იქნება.

კვარამ დღესაც მხოლოდ ინდივიდუალურად, სპორტდარბაზში ივარჯიშა. დაზიანება სერიოზული არ არის და სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში ის გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს.