Loading data...
„ლიგა 1-დან და პრემიერლიგიდან“ - ევროპული კლუბები კვარაცხელიათი ინტერესდებიან

„ნაპოლი“ შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვოს.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება, 23 წლის ქართველით ლიგა 1-დან და პრემიერლიგიდან ინტერესი არსებობს.

როგორც თურქი ჟურნალისტი იტყობინება, ზაფხულში ნაპოლი 23 წლის ქართველი ვარსკვლავის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებს.

„ლიგა 1-სა და პრემიერლიგის კლუბები ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდებიან და ზაფხულში ქართველის შესახებ ნაპოლი 100 მილიონი ევროს შეთავაზებას მიიღებს“, - წერს კონური.

რაც შეეხება დაინტერესებულ კლუბებს, „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „ჩელსია“, ხოლო სხვა კლუბები ჟურნალისტს არ დაუკონკრეტებია.