Loading data...
რუბენ ბარახა: მამარდაშვილმა ბუდიმირს პენალტის მშვიდად დარტყმის საშუალება არ მისცა

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ „ოსასუნასთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ანტე ბუდიმირის პენალტზე ისაუბრა, რომელიც მისი აზრით, მსაჯს არ უნდა დაენიშნა.

მან აღნიშნა, რომ მამარდაშვილმა ბუდიმირს პენალტის მშვიდად შესრულების საშუალება არ მისცა.

„არ მგონია, რომ პენალტი იყო, ძალიან გავბრაზდებოდი გოლი რომ გაგვეშვა, მსაჯი ძალიან მკაცრი იყო, თუმცა, რაღაცების კონტროლი ჩვენ არ შეგვიძლია. გიორგი ბოლომდე დაელოდა ბუდიმირს, რადგან ის ყოველთვის აყოვნებს პენალტის შესრულებას და გიორგიმ მას მშვიდად დარტყმის საშუალება არ მისცა. როგორც წესი, ბუდიმირის დონის მოთამაშე ასეთ შეცდომებს არ უშვებს, მაგრამ გაგვიმართლა, რომ გიორგიმ ბურთის დაჭერა შეძლო“, - განაცხადა ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს ლა-ლიგის მიმდინარე სეზონში 31 მატჩში 32 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად 12-ჯერ შეინახა. ქართველ მეკარეს „ვალენსიაში“ სულ 94 მატჩი აქვს ჩატარებული.