Loading data...
საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი: საქართველოსთან მატჩის შემდეგ უამრავი შეურაცხმყოფელი წერილი მივიღე

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგოს გიაკუმაკისმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ საქართველოსთან მატჩის შემდეგ უამრავი შეურაცხმყოფელი წერილი მიიღო.

„სახლში დასაბრუნებლად 20 საათზე მეტხანს ვიმგზავრე. ამ დროის განმავლობაში არ შემიწყვიტავს იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ცოლისა და შვილებისთვის მიცემული პირობა ვერ შევასრულე. მე მათ შევპირდი, რომ გამარჯვებული დავბრუნდებოდი. ეს დაპირება მათ 4 თვის წინ მივეცი. ამიტომ განვიცადე დამარცხება. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში უამრავი შეურაცხმყოფელი შეტყობინება მივიღე. ამ ადამიანებს ვუსურვებ, იპოვონ ცხოვრების აზრი, როგორც მე ვიპოვე და მიიღონ ისეთივე ჩახუტება და სიყვარული, როგორიც მე ჩემი ოჯახისგან მივიღე. 

მადლობა მხარდამჭერი მესიჯებისთვის. ამას ძალიან ვაფასებ“, - წერს ფეხბურთელი. 

ცნობისთვის, გიაკუმაკისმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებთან პენალტების სერიის დროს თავისი დარტყმა ვერ გამოიყენა.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. 

View this post on Instagram

A post shared by Giorgos Giakoum (@giakoum9_official)