Loading data...
„უოტფორდის“ მწვრთნელი: „ევრო 2024“-მდე გუნდი ჩაკვეტაძეს უნდა მოუფრთხილდეს, მას საზარდულის პრობლემა აქვს

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ „სანდერლენდთან“ მატჩის წინ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამ შეხვედრას გამოტოვებს.

როგორც „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, წინ ევროპის ჩემპიონატია და გუნდი ჩაკვეტაძეს უნდა მოუფრთხილდეს.

„გიორგის საზარდულის მუდმივი პრობლემა აქვს, ზაფხულში ევროპის ჩემპიონატია და მასთან მიმართებაში ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყოველთვის მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებთან ასეთი პერსონალური კონტაქტი მქონდეს და მესმის, თუ რას განიცდის ამ მომენტში, როცა თავის ფიტნესთან დაკავშირებით ცოტა გაურკვევლობაშია. ამიტომ, გიორგი შაბათს ვერ ითამაშებს“, - განაცხადა ქლევერლიმ.