პოლიტიკა
1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა - დღევანდელი დღე აფხაზეთის №2 სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. რუსლან აბაშიძემ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. სასაჩუქრე პაკეტებს ეტაპობრივად მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე მიიღებს.
12:11 / 01.06.2020
 
მოსკოვში დღეიდან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპი იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
12:08 / 01.06.2020
 
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევიდან 8 “საბურთალოს კლასტერს” უკავშირდება, 3 კი მარნეულის სოფელ მარეთიდან არის. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურში 6 ახალი პაციენტი მოთავსდა.
11:39 / 01.06.2020
 
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსის „ბამბუ ბიჩ ციხისძირი“ მშენებლობა იწყება სწორედ იმ დროს, როდესაც გლობალური ტურისტული ინდუსტრია დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ტურიზმი დიდადაა დაზარალებული გლობალური პანდემიის გამო. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია, მიზნად ისახავს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერებას და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტი იქნება , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ციხისძირში, დეველოპერული კომპანიის „რედკოს“ ახალი პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
20:12 / 31.05.2020
 
ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, თქვენ ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ისევ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად , - ასე მიმართა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოეს.
12:40 / 31.05.2020
 
ჩემთვის დიდი პატივია და საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მივულოცო პოლიციის დღე თითოეულ თქვენგანს - ოფიცერს, რიგითს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას, მესაზღვრეს, მაშველს, მეხანძრეს, ყველას, ბატონო ვახტანგ, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში, როგორც ამ მნიშვნელოვანი უწყების ღირსეულ ხელმძღვანელს, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას.
12:33 / 31.05.2020
 
ა და ბ კატეგორიის ტაქსის ლიცენზირებული მძღოლები, მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამებით ისარგებლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
22:37 / 30.05.2020
 
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან დაკავშირებით.
15:59 / 30.05.2020
 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიკროავტობუსებში ავტობუსებისგან განსხვავებით, წესები სათანადოდ არ არის დაცული. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან, წესების დაცვაზე უნდა გააფრთხილონ.
15:15 / 30.05.2020
 
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლასტერის ორი შესაძლო წყაროა, რომლებიც გუშინწინ დაინფიცირდნენ, მათ შორის ერთი მისი კოლეგაა.
14:04 / 30.05.2020
 
კალენდარი
×