პოლიტიკა
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრი გიგლა ბარამიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პარტიაში მისი მოღვაწეობის ეტაპი დაასრულდა და სწორედ ამიტომ მიიღო წასვლის გადაწყვეტილება.
16:07 / 14.01.2021
 
ალეკო ელისაშვილი დიდიხანია, "ქართულ ოცნებას" შეერწყა, – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
16:04 / 14.01.2021
 
საერთო ოპოზიციური მოთხოვნების შემუშავებიდან დღემდე მოცემულობა არ შეცვლილა და გაუგებარია, თუ რა ამოძრავებს ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელსაც ახლა პარლამენტში შესვლა უნდა. ჩვენ გვაქვს ძალიან მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომლის განმუხტვისთვისაც ხელისუფლებას დღემდე არაფერი გაუკეთებია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
15:01 / 14.01.2021
 
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ელჩების თანადასწრებით პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას და ელექტრონული არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, მაშინ ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ. როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სურს ოპოზიციაში კონსულტაციები გამართოს მათთან, „ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და გამბედაობა, რომ თამამი გადაწყვეტილება მიიღოს“.
14:48 / 14.01.2021
 
არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ Facebook-ზე გამოაქვეყნა.
13:52 / 14.01.2021
 
“თუკი მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ”.
ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
13:50 / 14.01.2021
 
შევიდეს, შევიდეს! დავიღალეთ ყველა უკვე, - ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ პარლამენტში მისი პარტია სულ რომ მარტო შევიდეს, შევა, რადგან „მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე - გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის“.
13:45 / 14.01.2021
 
ჩვენ პარლამენტში შესვლის პირობა დიდი ხნის წინ გვაქვს ნათქვამი და არ შეგვიცვლია. პირველივე დღიდან ერთსა და იმავე აზრზე ვართ. ჩვენი ამოცანაა, გავარკვიოთ ზოგადად, რა უნდათ პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში, როგორც ხელისუფლებას ისე ოპოზიციას, რა უშლის ხელს შეთანხმებას, რომ ყველა, 60 ოპოზიციონერი პარლამენტში შევიდეს შეთანხმებულად და იქ გააგრძელოს თავისი საქმიანობა, რადგან მარტო „გირჩის“ შესვლას და უმცირესობაში ყოფნას დიდი აზრი არ აქვს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
13:41 / 14.01.2021
 
ოპოზიციამ უნდა შეაჯეროს ერთიანი მიდგომა, ვფიქრობ, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მოხდება ოპოზიციის დანაწევრება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ შორის კონსულტაციების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
13:37 / 14.01.2021
 
ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით აღნიშნავს.
11:28 / 14.01.2021
 
კალენდარი
×