პოლიტიკა
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე ამ დრომდე ცხინვალში რჩება. ქვემო ჭალის მკვიდრის, ზაზა გახელაძის ოჯახი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვრისგან ელოდება, თუმცა დღემდე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფეხში დაჭრილი გახელაძის ცხინვალის საავადმყოფოს კარანტინში მონახულება ვერ შეძლეს.
11:10 / 18.07.2020
 
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აპირებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამერიკელებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო გახადოს.
10:50 / 18.07.2020
 
„ქართული ოცნების“ კონსულტანტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი, გიორგი შაქარაშვილის დედის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას გამოეხმაურა.
00:30 / 18.07.2020
 
ჩვენი სურვილია განვითარება, კეთილდღეობა და მშვიდობა, ოპოზიციის სურვილია სანქციები და წნეხი ,- ამის შესახებ POSTV-ის ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში,ნაცვლიშვილმა განაცხადა.
00:24 / 18.07.2020
 
ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს კვლევა არ გამოხატავს კატასტროფულ უპირატესობას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მაგრამ ამ სიყალბეშიც ვერ დამალეს საკუთარი საცოდავი მდგომარეობა, - ამის შესახებ POSTV-ის ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
23:24 / 17.07.2020
 
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფია თურქეთის სუვერენიტეტის საკითხია.
23:19 / 17.07.2020
 
„ფეიკ ნიუსებთან“ დაკავშირებით საქართველოში შექმნილი ვითარების მთავარი მიზეზია პოლიტიკური და პოლიტტექნოლოგიური მანიპულირების ყოვლისშემძლეობაში მათი ცრურწმენა, - ამის შესახებ POSTV-ის ეთერში „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
23:15 / 17.07.2020
 
„მზად ვარ, შესაძლებლობისთანავე განვახორციელო უკრაინაში დიდწილად, კოვიდის მიზეზითა და შესაძლოა, არა მხოლოდ ამის გამო, გადადებული ვიზიტი, შევეცადო ჩვენი ურთიერთობებისა და ჩვენს შორის არსებული ტრდიციული მეგობრობის განახლებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
23:00 / 17.07.2020
 
სომხეთი ოკუპანტია, თურქეთი მოძმე აზერბაიჯანს მარტოს არ დატოვებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი თქმით, თურქეთი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ქვეყანას ტერიტორიების დაცვაში დაეხმარება.
22:46 / 17.07.2020
 
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი საზოგადოების დაბნევის მცდელობად აფასებს ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადასვლის მიზეზეზად ღამურების მოძებნას და შემდგომ ლუგარის ლაბორატორიისთვის 5000 აშშ დოლარად რეალიზაციას ასახელებს.
20:00 / 17.07.2020
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×