პოლიტიკა
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ინიციატივით გამოდის საქართველოს მესამე პრეზიდენტი შინა პატიმრობაში იყოს, რისთვისაც საკუთარ ეპარქიას გამოყოფს.
15:17 / 19.01.2022
 
მრავალი განსაცდელი არის ადამიანის წინაშე, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყოველ ადამიანს ამ განსაცდელისგან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის შემდეგ, ქადაგებისას აღნიშნა.
13:13 / 19.01.2022
 
„პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ის არ გაუმჯობესებულა 12 დეკემბრის შემდეგ და მდგომარეობა იგივე რჩება. გამოხატულია ნეიროპათიის სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე, რჩება ანემიაც, რაც მანამდეც იყო. ასევე, პოსტტრავმული ნერვული აშლილობა და დეპრესია, რომელიც არ შეფასებულა ბოლო ვიზიტზე, მაგრამ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ 12 დეკემბრის დიაგნოზით და პაციენტი დაახლოებით იმავე მდგომარეობაშია“, - ამის შესახებ ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს რჩება ნევროლოგიური დარღვევები და აუცილებელია სპეციალისტის მხრიდან მონიტორინგი და მკურნალობაში ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თერაპიის ჩართვა.
13:03 / 19.01.2022
 
არსებითი ცვლილებები მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, ძირითადად პაციენტი იმყოფება მედიკამენტურ მკურნალობაზე, თუმცა, კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც სამედიცინო კონსილიუმთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნას წარადგენს.
12:30 / 19.01.2022
 
სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.
11:02 / 19.01.2022
 
საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
10:52 / 19.01.2022
 
სწორედ ეს რეაქცია გამხდარა პეტიციის შთაგონების წყარო – აქაოდა ხმა როგორ ამოიღეთ, მერე რა, რომ კლასიკოსთა ლექსები უნებურად ელენე დარიანს მიაკუთვნესო…- ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ნუკრი (ალექსანდრე) ქანთარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება კუკტურის სფეროს წარმომადგენელთა ერთი ნაწილის ინიციატივით გავრცელებულ პეტიციას, რომლის მოთხოვნა კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომაა.
20:41 / 18.01.2022
 
საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ სტრუქტურაში გაერთიანება გიორგი გახარიას პრინციპული პოზიცია იყო, იმის მიუხედავად, რომ საექსპერტო საზოგადოება ასეთი გაერთიანების კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.
20:38 / 18.01.2022
 
არ მგონია, ასეთი "ცხელი თავები" იყვნენ უკრაინის მთავრობაში, რომ როცა მთელი მსოფლიო გარე აგრესიისგან იცავს, შიგნით გამართონ ფრონტი - პრეზიდენტებზე არ უნდა იყოს ნადირობა და იმედი მაქვს, ეს მაგალითი იქნება ჩვენთვისაც, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ უკრაინის მეხუთრე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გარშემო მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.
20:32 / 18.01.2022
 
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, 40 წელია დევნილების პრობლემა ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა, რაც მოქალაქეების მხრიდან უკიდურესი პროტესტის და სუიციდის მიზეზი ხდება. „ხელისუფლება, რომელიც დაქირავებულია, არ ემსახურება ხალხს, აშიმშილებს, ხალხი უკვე ფანჯრებიდან ხტება, კლავენ ჟურნალისტებს. შემდეგ იმ პარტიას, რომელიც ამას აკეთებს, აწინაურებენ თუ კვალიფიციურად აცხადებენ, ყოველ შემთხვევაში, აძლევენ იუსტიციაში რეგისტრაციის საშუალებას. ახლა კითხვა ჩნდება, რა შუაშია ოპოზიცია? ოპოზიცია ხალხისგან შევდგებით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და ერთმანეთს მოვემსახუროთ.
18:27 / 18.01.2022
 
კალენდარი
×