პოლიტიკა
უკრაინას და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს მხარდაჭერა. ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
15:03 / 24.01.2022
 
მიუხედავად ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკისა, ეს ყოველივე არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე და ზეწოლა ძირითადად ლაბორატორიულ და პირველადი ჯანდაცვის სექტორზეა - აუცილებელია, რომ 50 წელს ზევით წამახალისებელი ღონისძიებები ჩავატაროთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, ათვისებული იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
12:57 / 24.01.2022
 
2012 წლამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების საკითხი ქაოტურად მიმდინარეობდა - მინისტრ აზარაშვილს აქვს სერიოზული ხედვა, თუ როგორ მოაგვაროს დარჩენილი პრობლემები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
11:53 / 24.01.2022
 
პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსების თანამდებობებზე კანდიდატების შესარჩევად 2 საკონკურსო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
11:27 / 24.01.2022
 
ევროპარლამენტარებმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს. იგი აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი გულისხმობს”, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადებაზე გააკეთა.
19:45 / 22.01.2022
 
ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე, როდესაც მოუცლელობის თუ სხვა კომიკური მიზეზით ევროპარლამენტარებთან შეხვედრა გადადო, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
18:56 / 22.01.2022
 
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიიდან კადრების გადინება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის ბრალია.
18:54 / 22.01.2022
 
უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, 24 რუსულ კომპანიასა და 76 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესდა. პრეზიდენტის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა.
15:52 / 22.01.2022
 
როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
00:15 / 22.01.2022
 
კალენდარი
×