პოლიტიკა
ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება - რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად „ფეიკ განაჩენი“, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
14:15 / 12.01.2022
 
ვადასტურებ, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა საპყრობილეში არ მივდივართ, ამას გავასაჩივრებთ, ეს არის პრინციპის და ღირსების საკითხი, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს განაჩენის მოსმენის შემდეგ განაცხადა.
12:14 / 12.01.2022
 
ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, რადგან არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ეს იყო ბრძოლა ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, - ასე შეაფასა „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
11:34 / 12.01.2022
 
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. სასამართლომ ფულის გათეთრება ვერ დაადგინა.
11:12 / 12.01.2022
 
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე მისი მორიგი მიმართვა ვრცელდება.
სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და აქტივისტებს რეგიონებში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
17:56 / 11.01.2022
 
ძალიან ძნელია შალვა ნათელაშვილზე საუბარი. ეს არის დისკრედიტებული პოლიტიკოსი, რომელსაც ხალხმა უკვე დიდი ხანია განაჩენი გამოუტანა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
17:55 / 11.01.2022
 
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ხელაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობაში“ განხორციელებული ცვლილებების მიზანი ნიკა მელიას ჩამოშორება იყო. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.
17:47 / 11.01.2022
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, კონკურსია ოპოზიციაში, ვინ უფრო ღრმა წარსულში გადაიყვანს საზოგადოებას და ვინ უფრო ნაკლებ სტანდარტს შესთავაზებს სამოქალაქო უფლებების დაცვის.
17:41 / 11.01.2022
 
ცესკოს თავმჯდომარეობაზე განაცხადი მოქმედმა თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ შეიტანა. გიორგი კალანდარიშვილს საქმიანობის ვადა თვის ბოლოს ეწურება.
17:40 / 11.01.2022
 
„ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ზილფიმიანის განცხადებით, ე.წ. შავი სიების შექმნა ნეოფაშისტური ტიპის მოვლენაა, რომლის მხარდაჭერითაც „ცივილიზებულმა და დემოკრატიის მომხრე ჯგუფებმა და პირებმა შესაძლოა, სამუდამოდ ამოირიცხონ თავი ქვეყნის ჯანმრთელი სეგმენტიდან“.
17:37 / 11.01.2022
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×