პოლიტიკა
ჩვენც ვთხოვეთ, რომ სამ ვიზიტორზე მეტი დღეში არ იყოს და რომელი ვიზიტორი იქნება და ვინ შევა მასთან, ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტი არ არის, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ განაცხადა.
17:49 / 26.11.2021
 
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
17:46 / 26.11.2021
 
,,ლელოს" ლიდერი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს წალენჯიხიდან გამოეხმაურა. მამუკა ხაზარაძის თქმით, ,,ქართული ოცნება" ცდილობს, საქართველო რუსეთს ღიად ჩააბაროს. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ საკრებულოს ძველი შემადგენლობით ბიუჯეტის მიღებით დემოკრატიის კურსს გადაუხვია, რასაც ოპოზიცია არ დაუშვებს.
14:36 / 26.11.2021
 
ზუგდიდის საკრებულოში, სადაც დღეს ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ, ხმაური და დაპირისპირებაა. მას შემდეგ რაც ზუგდიდის მერმა ბიუჯეტის განხილვა დაიწყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე სხდომის ჩაშლას შეეცადა.
12:32 / 26.11.2021
 
იმდენად ცოტა ხანი გვაქვს სასაუბროდ, რომ ამ თემაზე არ გვისაუბრია, – ასე პასუხობს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას კითხვას, რომ კმაყოფილია თუ არა მიხეილ სააკაშვილი და თავადაც ოპოზიციის საქმიანობით.

23:30 / 25.11.2021
 
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნა სახალხო დამცველის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზეობთ
23:27 / 25.11.2021
 
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, საინიციატივო ჯგუფის შექმნის თაობაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვის ადრესატი არა პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოების აქტიური ნაწილია.
23:22 / 25.11.2021
 
ეს იყო ჩვეულებრივი მოწვევა ყველას მიმართ - ყველა თვითონ წყვეტს, სურს თუ არა დაესწროს ამ სხდომას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესზე დასაკვირვებლად იყო მიწვეული, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი თქვა.
21:26 / 25.11.2021
 
ჯანდაცვის მინისტრის განცხადება დიდი ალბათობით სარკაზმი იყო, თუმცა ამის დრო არაა, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის განცხადებას.
21:25 / 25.11.2021
 
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მკურნალობას შეწყვეტს თუ დეპუტატებს მასთან შესვლის საშუალება არ მიეცემათ.
20:45 / 25.11.2021
 
კალენდარი
×