პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ" პარლამენტი დააკნინა და უფუნქციო გახადა - მინისტრები და მათი მოადგილეები თვლიან,რომ პარლამენტში დადიან, როგორც რომელიღაც კაფეში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის საქმიანობის თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
14:31 / 16.06.2021
 
პროცესის ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა დაიბაროს თუ არა საგამოძიებო უწყებამ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია გამოკითხვაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე.
14:30 / 16.06.2021
 
არავინ გახარიას არ დაიჭერს, უბრალოდ აშინებენ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებით - გახარიას დაჭერა საჩუქარი იქნებოდა მისთვის წინაასაარჩევნოდ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
14:28 / 16.06.2021
 
როდესაც ნატო ამბობს, რომ გვაქვს იდეები, ინიციატივები და მზადყოფნა საქართველოსთან ერთად უფრო მეტის გაკეთების, ქართველ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ეს ყველაფერი სრულდება, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
14:20 / 16.06.2021
 
პროცესის ნებისმიერი მონაწილე ადამიანი, რომელიც შეიძლება გამოძიების ქვეშ იყოს, რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს პასუხების გაცემა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა დაიბაროს თუ არა საგამოძიებო უწყებამ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია გამოკითხვაზე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე.
13:40 / 16.06.2021
 
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
10:23 / 16.06.2021
 
ისრაელმა დღეს დილით ღაზას სექტორზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. მედიის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პალესტინის ტერიტორიიდან ხანძრის გამომწვევი სპეციალური საჰაერო ბურთები გაუშვეს, რომელმაც საზღვართან, გაშლილ ტერიტორიაზე 20-მდე ხანძარი გამოიწვია.
09:28 / 16.06.2021
 
საერთოდ არ ვერჩი გიორგი ვაშაძეს. უბრალოდ, პარლამენტში ბოლო დროს უშნოდ ატეხილი იყო, დადიოდა და ყველას ეძველბიჭებოდა - კი, ნიჭიერი და მონდომებული კაცი ხარ, მაგრამ ზემოდან ნუ გვიყურებ,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გიორგი ვაშაძესთან დაპირისპირების თაობაზე განაცხადა.
23:25 / 15.06.2021
 
„ქართული ოცნება“ არის შიმშილი, მიშა „ნაცმოძრაობით“ არის რევანში, შესაბამისად, რევანშის სანაცვლოდ, რომლისაც ფიზიკური შიში აქვთ ადამიანებს, ურჩევნიათ შიმშილი. ნაკლები მიშა არის ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა“ გიორგი ვაშაძემ „პალიტრანისუის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
22:07 / 15.06.2021
 
განახლებული ტრანსატლანტიკური პარტნიორობისკენ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადების თანახმად, გაგრძელდება მუშაობა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისკენ.
22:05 / 15.06.2021
 
კალენდარი
×