პოლიტიკა
მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
10:55 / 17.01.2022
 
როგორ უნდა განვასხვაოთ ომიკრონი გაციებისგან, ამ კითხვაზე საკუთარ მოსაზრებას ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვიზიარებს.
23:17 / 16.01.2022
 
სოციალურ აგენტებს ხელფასი თებერვლიდან გაეზრდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, სოციალური აგენტის ანაზღაურება 400, ხოლო უფროსი სოციალური აგენტის ხელფასი 700 ლარი გახდება.
20:58 / 16.01.2022
 
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, პარტიაში ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნა-გაძლიერება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, პარტიაში ახალი სამდივნო შეიქმნება.

როგორც პარტიის წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, პარტიული სტრუქტურა ძლიერდება, აღმასრულებელი რგოლი უფრო მეტად დაკომპლექტებული და ჩამოყალიბებული იქნება იმისთვის, რომ ახალი გამოწვევებისთვის იყოს მზად.
19:37 / 15.01.2022
 
ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ და „მედგიდის“ დამფუძნებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ექიმმა სოფო ჯაფარიძემ „მთავარი არხის“ ეთერში, მასწავლებლების ვაქცინაციაზე ისაუბრეს. ექიმების თქმით, მასწავლებელთა დიდი ნაწილის ვაქცინაცია სავალდებულო იყო, რათა ბავშვები ყოფილიყვნენ უსაფრთხოდ.
18:47 / 15.01.2022
 
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ვარშავადან უკრაინაში 17 იანვარს ბრუნდება, - ამის შესახებ პოროშენკომ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.
17:22 / 15.01.2022
 
დადიანების სასახლის ახალი სიცოცხლე, ოპერისა და ბალეტის თეატრი, რუსთაველის თეატრი, მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, მარიონეტების, მოზარდ მაყურებელთა, გრიბოედოვის , მარჯანიშვილის და თავისუფალი თეატრები, ბათუმის, სენაკის და ოზურგეთის თეატრები, ეკლესია-მონასტრები, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, დენდროლოგიური პარკი და სხვა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მასშტაბური პროექტებისა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სფეროში განახორციელა და შემდეგ ხალხს გადასცა საჩუქრად – ნათქვამია POTSV-ს სიუჟეტში, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებულ საქველმოქმედო პროექტებს ეხება.
14:08 / 15.01.2022
 
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 516 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 716 PCR ტესტით.
13:00 / 15.01.2022
 
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი ცდილობს უკრაინაში შეჭრის ყალბი საბაბი შექმნას.
09:52 / 15.01.2022
 
სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო და შენობა დროშის ფერებში განათდა.
20:17 / 14.01.2022
 
კალენდარი
×