პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ხმაურით დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა სხდომის დაწყებისთანავე განაცხადა, რომ "ივანიშვილის სასამართლოსთვის თვალებში ყურებას არ აპირებს", რაზეც მოსამართლემ შეახსენა, რომ ის სასამართლო დარბაზში იმყოფებოდა.
13:36 / 13.01.2022
 
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას ესწრება თავად ბრალდებული სააკაშვილიც. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამავე საქმეზე ბრალდებულ პირებს - ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს და გიორგი ნარიმანიძეს დაკითხავენ. მათ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, რომელიც ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ბრალი აღიარეს.
13:17 / 13.01.2022
 
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ თავისი აქციონერების ‐ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც ეცადა, ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
11:56 / 13.01.2022
 
„ნაციონალური მოძრაობა“ მაია ორჯონიკიძემ დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
11:24 / 13.01.2022
 
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის არსებითი სხდომა დღეს გაიმართება.
10:00 / 13.01.2022
 
ხელისუფლებამ უკან კი არ დაიხია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ყველა, რომ გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება და დღეს უბრალოდ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ არაფერში არ სჭირდებოდა ხაზარაძის და ჯაფარიძის დაჭერა და მიიღეს ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, კონიუნქტურული, ვითარებიდან გამომდინარე , - ასე ეხმაურება „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სასამართლოს მიერ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის მიმართ გამოტანილ განაჩენს.
22:31 / 12.01.2022
 
კითხვის ნიშანს სვამენ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ანუ იყო თუ არა დანაშაული, დღეს სასამართლომ დაადგინა, რომ ეს გახლავთ დანაშაული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე.
20:53 / 12.01.2022
 
დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელმა ბანკიდან სესხის გაცემისა და ჩამოწერის უკანონო სქემა შეიმუშავეს და თაღლითურად დაეუფლნენ 17 მილიონ აშშ დოლარს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამვჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.
18:55 / 12.01.2022
 
„ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან პარლამენტში შესვლის შესახებ სოციალურ ქსელში გამოკითხვა დაიწყო, მმართველმა პარტიამ დეზინფორმაციის გავრცელებით მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა მიზნად დაისახა.
18:51 / 12.01.2022
 
ბრალდება, რომელსაც ედავებოდნენ, ამ სასამართლოს პირობებშიც კი ვერ დადასტურდა და მათ მიერ დაგებულ მახეში თვითონ აღმოჩნდნენ გაბმული - მოიფიქრეს სამართლებრივი თაღლითობა და მოძებნეს შუალედური გამოსავალი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შემდეგ როგორმე სახე შეენარჩუნებინათ, - ასე შეაფასა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
18:49 / 12.01.2022
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×