პოლიტიკა
"ომიკრონი" შეიძლება იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე, მაგრამ ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ, - ამის შესახებ იმუნოლოგი, ჯანდაცვის ექსპერტი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
19:38 / 09.01.2022
 
ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის მარიან ჯიშკარიანის ინფორმაციით, ადვოკატები უკრაინაში მთავარ პროკურატურას მიმართავენ, რათა მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს.
17:11 / 09.01.2022
 
„ჩემთვის და არც სხვა პარტიებისთვის არავის უკითხავს რატომ იშლება „ძალა ერთობაშია“, ხან შევეკითხოთ ერთმანეთს და ხან არ შევეკითხოთ, ამას ნიჰილიზმი და ნგრევა მოაქვს“, - ამის შესახებ დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციურ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
16:20 / 09.01.2022
 
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს twitter-ზე ეხმაურება.
21:43 / 08.01.2022
 
ყაზახეთში მომხდარ არეულობას ისრაელის მოქალაქე, 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა. როგორც ცნობილია, 22 წლის ახალგაზრდა ქალაქ ალმათში ცხოვრობდა.
21:14 / 08.01.2022
 
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები ძალადობაში გადაიზარდა და ის, რაც ქვეყანაში ხდება მოქალაქეთა ცხოვრებას სერიოზულად აზიანებს. ასლან ბჟანია აცხადებს, რომ მიესალმება ყაზახეთის ხელისუფლების მცდელობას წესრიგის აღდგენის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვას.
19:02 / 08.01.2022
 
კანონის ფარგლებში მოვიქეცი. ინფორმაციის დამალვის ინტერესი და მიზანი არ მქონდა, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რითაც მან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით მომაზადებულ დასკვნაზე ისაუბრა.
18:20 / 08.01.2022
 
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 539 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 309 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 230 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 622 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 956 032-ს.
11:18 / 08.01.2022
 
ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხზე ფეისბუქზე გამოკითხვას ჩაატარებენ.
21:07 / 07.01.2022
 
იმ ლანძღვის შემდეგ, რაც „ლეიბორისტულ პარტიას“ პარლამენტში შესული დეპუტატების მიმართ ჰქონდა, შალვა ნათელაშვილი სხვანაირ პასუხს იმსახურებს, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, - ასე ეხმაურება დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარლამენტში შესაძლო შესვლის თაობაზე შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
19:25 / 07.01.2022
 
კალენდარი
×