პოლიტიკა
ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში მწერალთა კავშირთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
17:58 / 03.12.2021
 
პრობლემა ის არის, რომ კულტურის მინისტრი ვერ ხვდება ასე უკულტუროდ, ზიზღით ლაპარაკი რომ არ შეიძლება - ნუ გველაპარაკება როგორც სამხედრო სტრუქტურის მძვინვარე ხელმძღვანელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
17:55 / 03.12.2021
 
ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ და არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ, - ამ რეპლიკით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს მას შემდეგ მიმართა, რაც ჩარკვიანმა მინისტრისგან მოითხოვა დასმულ კითხვებზე პასუხი გაეცა.
17:08 / 03.12.2021
 
თბილისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. სხდომას 43 დეპუტატი ესწრება, რომელთაგანაც 27-მა მას მხარი დაუჭირა, თავი 1-მა დეპუტატმა შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
15:48 / 03.12.2021
 
ცინიზმია, როცა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა დაეზიანებინა ქართული დემოკრატია, გაენადგურებინა ადამიანის უფლებები, მედია იყო დამონებუოი ხელისუფლების მხრიდან, ახლა ნიანგის ცრემლებით საუბრობს მედიის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომელმაც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოსვლა შეაფასა.
20:12 / 02.12.2021
 
პრინციპული არის არა 2%-იანი ბარიერი, არამედ პრინციპული არის იმ შეთანხმების პატივისცემა, რომელსაც მივაღწიეთ დამატებით „ქართულ ოცნებასთან“, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თანდასწრებით. პრინციპული არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ისწავლოს თავისი ხელმოწერის პატივისცემა , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
20:05 / 02.12.2021
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისების გამეორება, ცეცხლთან თამაშია.
20:03 / 02.12.2021
 
მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც კონსტიტუციური სამართალი ჰქვია და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ბარიერი - 2 % ან უფრო დაბალი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, არის თუ არა საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადების ადრესატი, რომელიც მან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
18:07 / 02.12.2021
 
ბოლოდროინდელი დანიშვნები ეწინააღმდეგება ამა წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ლიდერების მიერ აღებულ ვალდებულებას მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმირების შესახებ, რაც მათ 28 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის განცხადებაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.
17:58 / 02.12.2021
 
საქმეში, რომელიც 9 მილიონი ლარის მითვისება/გაფლანგვას ეხება, ათობით ეპიზოდია და თითოეული ეს ეპიზოდი საკმარისი იქნებოდა მსოფლიოს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომ ქვეყნის ნებისმიერი პირველი პირი, ვინც ამას ჩაიდენდა, აუცილებლად წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ წევრმა სასამართლო პროცესებზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის დასწრების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
17:55 / 02.12.2021
 
კალენდარი
×