„გაერთიანებული დემოკრატიული“ მოძრაობის წევრი გია კობახიძე პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება მისი შვილის, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართულ ოცნებაში“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით მიიღო.
კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესი მისგან ამ გადაწყვეტილებას მოითხოვდა.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკას და საქმიანობა გავაგრძელო როგორც ექსპერტმა. მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი შვილს ეს პოზიცია შესთავაზეს. გარკვეული ვალდებულებების წინაშე მაყენებს ეს გადაწყვეტილება. ვარ ერთგული პროფესიისა და ადამიანური ეთიკისა. ამ გადაწყვეტილებას ვიღებ იმის გამო, რომ ვფიქრობ, ჩემს შვილს შეუძლია ქართულ პოლიტიკას უფრო მეტი გაუკეთოს, ვიდრე მე შემიძლია იმ თანამდებობაზე ყოფნით, რაზეც დღემდე ვიმყოფებოდი,“ - განცხადა კობახიძემ, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი იყო.
ირაკლი კობახიძე კი, ზვიად ჯანყარაშვილის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივნად ინიშნება. პარტიის პოლიტსაბჭო ამ საკითხზე რამდენიმე დღეში იმსჯელებს.