ზურაბიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დასაბრუნებლად ყველა გზას ვეძებ
ზურაბიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დასაბრუნებლად ყველა გზას ვეძებ
კატეგორიის სხვა სიახლეები
„თვითკმაყოფილებას არ ვართ მიცემულები და კარგად ვხედავთ გამოწვევებს, ხალხის გაჭირვებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იქონიებს თუ არა გავლენას ნეგატიური ამბები, (საუბარი იყო კრიმინოგენურ ვითარებაზე) „ქართული ოცნების“ რეიტინგზე. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბინძური კამპანიის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55%-დან 60%-მდეა.
20:43 / 24.10.2020
„ივანიშვილი რვა წელია გვყოფს, ერთმანეთს გადაგვკიდა, ოჯახები გადაკიდა. ათასი ტყუილი, საზიზღობა, ჭორი გაავრცელა. ამიტომ ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ გამარჯვების შემდეგ, არანაირი რევანში და ანგარიშსწორება არ უნდა იყოს. ჩვენ ეს იარები უნდა მოვიშუშოთ, გავამთელოთ რაც გაყოფილია, ჩავეხუტიოთ ერთმანეთს, დავივიწყოთ ძველი წყენა“, - ამის შესახებ შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ბასიშვილის წარდგენისას განაცხადა.
19:19 / 24.10.2020
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული მრავალმხრივი კულტურული სტრატეგიის განვითარების პროგრამა საწინდარია საქართველოს საერთაშორისო სივრცეში განსაკუთრებული ადგილის დასამკვიდრებლად, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ევროინტეგრაციის პროცესს. ხელოვნება აერთიანებს ერებს და კულტურული დიპლომატია ყველაზე საიმედო გარანტიაა მშვიდობისათვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე მუსიკოსმა, ელისო ბოლქვაძემ განაცხადა.
18:59 / 24.10.2020
როგორც მტერი ვერ იღებდა გორის ციხეს, ისე ვერ აიღებს ოლიგარქია ქართველ ხალხს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში ბადრი ბასიშვილის წარდგენისას განაცხადა.
18:43 / 24.10.2020
ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ არ უნდა შეუწყდეს საპატრიარქოს დაფინანსება და რაში იხარჯება ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი.
17:40 / 24.10.2020
„ევროპილი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანას არ სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელმაც ვერ უზრუნველყო მოსახლეობის უსაფრთხოება, დასაქმება და ჯანდაცვა. უგულავას განმარტებით, ქვეყანაში უსაფრთხოების დონე 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე უარესია, ჯანდაცვის მიმართულებით კი ქვეყანა ისეთი გამოწვევის წინაშე დადგა, როგორშიც არასდროს ყოფილა. ამის შესახებ უგულავამ ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
16:35 / 24.10.2020
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და სასუნქთი აპარატები, არამედ, საექიმო რესურსი, რომელიც ამოწურვადია.
15:55 / 24.10.2020
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის მსგავსი განვითარება მოსალოდნელი იყო. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვის სისტემა პაციენტების მისაღებად მზად არის.
15:50 / 24.10.2020
სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის, შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიოდში, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალური მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა. ასოციაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, რომელთა შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, თუმცა მიზნობრიობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.
15:43 / 24.10.2020
„გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრთან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
14:14 / 24.10.2020
კალენდარი
×