მეუფე იაკობი: ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, ეპისკოპოსები, მესიებად არ გამოვდგებით
მეუფე იაკობი: ვერც ერთი პარტია, ვერც ჩვენ, ეპისკოპოსები,  მესიებად არ გამოვდგებით
კატეგორიის სხვა სიახლეები
"ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ სასამართლო დავებზე და იმ ვალდებულებებზე, რომელიც შედეგად დაეკისრა რუსეთის ფედერაციას",- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
18:13 / 26.01.2021
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, კომიტეტის აპარატის წევრებთან ერთად თვითმმართველობისა და რეგიონულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართეს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
18:03 / 26.01.2021
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში დაგეგმილ სესიაზე ადვოკატირების კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების უმრავლესობა გაჟღერდა.

2021 წლის 26 იანვარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში გაეროს წევრმა ქვეყნებმა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს რეკომენდაციები გაუზიარეს.
პერიოდული მიმოხილვის სესიაზე წევრი ქვეყნების მიერ სამოქალაქო საზოაგდოების მიერ გაზიარებული თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თემა რეკომენდაციის სახით გაჟღერდა.
17:32 / 26.01.2021
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვედა.

საუბარი შეეხო ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, რომელსაც ტოივო კლაარმა მაღალი შეფასება მისცა და მას მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროკავშირის მხრიდან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული გამოხმაურების მნიშვნელობას.
17:07 / 26.01.2021
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ შეხვედრაზე ბიზნესს ის ლოგიკა აუხსნეს, რომლითაც საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

მინისტრის თქმით, ყოველი კვირის განმავლობაში მოხდება რეგიონებში დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და ამაზე დაყრდნობით მიიღება რეგულაციების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებები.
16:50 / 26.01.2021
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს რიგ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება წარიმართოს თანამშრომლობა, ისაუბრეს როგორი იქნება თანამშრომლობის ფორმები.
16:24 / 26.01.2021
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
კახაბერ ქემოკლიძემ ელჩს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის მანდატი, ასევე, საბჭოს აპარატის კოორდინაციით მიმდინარე სტრატეგიული პროექტები გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები მიმოიხილეს.
16:21 / 26.01.2021
ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ტურიზმის ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუდმივ რეჟიმში სამუშაო ჯგუფების დონეზეა ბიზნესთან მოლაპარაკებებში ჩართული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
16:19 / 26.01.2021
ოპოზიციას სურს, ეს საკითხი გამოიყენოს არა სამართლიანობისთვის, არამედ დესტრუქციული პროცესების განვითარების მიმართულებით, ასევე საკუთარი თავის უფლებააყრილად წარმოჩენის მიზნით ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, წინასწარ ვერ ისაუბრებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი მანდატებთან დაკავშირებით.
15:52 / 26.01.2021
საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ მოხსენებაში უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ელოდა, ვიდრე ეს სესიაზე გაჟღერდა.
"სიმართლე გითხრათ, ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა. როგორც ჩანს, "ქართული ოცნების" გუნდმა ევროსაბჭოში მუშაობა ნაყოფიერად წარმართა. მე არ ვეთანხმები სესიაზე გაკეთებულ ზოგიერთ შეფასებებს არჩევნებთან მიმართებაში, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მათი დადებითი შეფასებები იყო ძალიან ზედაპირული და შეიძლება ითქვას, არაფრის მთქმელიც " - აცხადებს ფრიდონ ინჯია.
15:42 / 26.01.2021
კალენდარი
×