გამარჯვება ისაა, რომ მთელი მსოფლიო პრესა წერს - ქართველებმა ჰომოსექსუალური ფილმი არ მიიღესო, - ასე ეხმაურება „ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, გუშინ კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებულ მოვლენებს.
მისივე თქმით, პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, ახლა პროგრამა მაქსიმუმია მისახედი.
„მთავარი ის კი არ არის, რომ საპატრულო პოლიციის, 3 სხვადასხვა სპეცრაზმის, კრიმინალური პოლიციის, დაცვის პოლიციის, ტანკების და ვერტმფრენების (ერთი წყალქვეშა გემი აკლდათ) თანხლებით 20 ხურუშიანი მამათმავალი შევიდა კინოთეატრში და გეი-ფილმს უყურა - მთავარი ისაა, რომ ყოველივემ უდიდესი პროტესტის და მრავალრიცხოვანი მიტინგის ფონზე ჩაიარა და ქართველმა ერმა უარი უთხრა გეი-პროპაგანდას !!! გამარჯვება ისაა, რომ მთელი მსოფლიო პრესა წერს - ქართველებმა ჰომოსექსუალური ფილმი არ მიიღესო !!! გუშინდელი აქციით მთელს საქართველოს მოცილდა ის სირცხვილი, რომელიც გეი-ფილმის გადაღებამ მიაყენა !!! გამარჯვება ისაა, რომ მთელი მსოფლიო პრესა წერს - ქართველებმა ჰომოსექსუალური ფილმი არ მიიღესო“, - წერს ბრეგაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა.