გაერო სახელმწიფოებს პატიმრების ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
გაერო სახელმწიფოებს პატიმრების ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
კატეგორიის სხვა სიახლეები
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა მინისტრს კლინიკებში არსებული პრობლემები პირადად გააცნეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სელექტიური კონტრაქტირების პირობებს, კლინიკების ფინანსურ საჭიროებებსა და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საკითხს.
17:49 / 25.01.2021
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარისა და ევრონესტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა.
17:20 / 25.01.2021
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა, რომელზეც მიმდინარე კვირაში რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, სხდომის დღის წესრიგი სამ ძირითად საკითხს მოიცავს, რომლებიც "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტს, პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას და პარლამენტის არჩეულ წევრთა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხებს შეეხება.
17:13 / 25.01.2021
ბიუროს სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა.


"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს, ასევე ყველა იმ მოკავშირე სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ამ რთული დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას ეხმარება, რომ შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, დავიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორც ხედავთ, ის ღონისძიებები, რაც ჩვენ საზოგადოებასთან ერთად განვახორციელეთ, შედეგიანი იყო და ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება. პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ - ხელისუფლება ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ყველაზე ადრე შესაძლებელ ვადაში მოხდეს ვაქცინაციის დაწყება, რადგან ეს თავის მხრივ, კავშირშია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ აქტივობასთან, იმ შეზღუდვებთან, რომელიც დაწესებულია. აქტიურად ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომ პროცესის ოპტიმალური მართვა გაგრძელდეს. ხვალ გვექნება ასევე საბჭოს შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებულ დინამიკას და იმ ღონისძიებებს, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
16:46 / 25.01.2021
ბიუროს სხდომაზე "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა:
16:42 / 25.01.2021
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად შემოვიტანოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ექნება, მნიშვნელოვანი წინაპირობაა მწარმოებლების მოთხოვნაა სახელმწიფომ გაიზიაროს შესაძლო დამდგარი ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა.
16:39 / 25.01.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაართან შეხვედრაზე, რეგიონში ბოლო პერიოდში უსაფრთხოების კუთხით მომხდარ ცვლილებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
16:35 / 25.01.2021
"ძალიან დასანანია, რომ ადამიანებს შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება. პირველ რიგში ვითვალისწინებთ ეპიდემიოლოგების, ექსპერტების, ჯანდაცვის მუშაკების აზრს თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანი არის ხალხის კეთილდღეობა და ალბათ, უნდა ვიპოვოთ ტოლობის ნიშანი", - ამის შესახებ დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
16:33 / 25.01.2021
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ევროპული სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქართველ საზოგადოებას რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავა მიულოცა.

16:27 / 25.01.2021
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივად განხორციელებული პროექტები შეაჯამეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს.
16:10 / 25.01.2021
კალენდარი
×