პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა გამოიკვეთოს. რამდენიმე შეხვედრა იქნება და ამაზე შევჯერდებით. არის ახალგაზრდა კაცის კანდიდატურა, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველს“ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოში პრემიერ-მინისტრი აუცილებლად უნდა ერკვეოდეს ეკონომიკაში. „პირადად მე ვფიქრობ, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრი ეკონომიკაში უნდა ერკვეოდეს. ამაში ორი აზრი არ არსებობს. „ძალა ერთობაშიას“ აქვს ასეთი რესურსი და მე ამ რესუსრსში გიორგი ვაშაძე დავინახე“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი ოპოზიციის საარჩევნო სიებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არაფერს გამორიცხავს, არც სიაში ყოფნას და არც - მაჟორიტარობას. „თუმცა ჩემი პრინციპები მაქვს. თუ სიაში სადმე გაიელვებს დასავლური ვექტორის გარდა ვინმე სხვა, პუტინის მომხრე, მე არ მიღირს ამად დეპუტატობა“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.