„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერმა, გიგი უგულავამ„პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდება.
მისი თქმით, არ მიიჩნევს რომს ეს საიდუმლოა, რადგან მისიკვე განმარტებით ეს ყველასთვის ცხადი იყო.
„საბოლოო ჯამში, პარტიულად ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეა. საიდუმლო გავეცი? - არ მგონია, ეს დიდი საიდუმლო იყოს, მე ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცხადი იყო“, - განაცხადა უგულავამ.