პარლამენტში დავაყენებთ ეკლესიისთვის დაფინანსების შეწყვეტის და ქონების შესწავლის საკითხს – კორძაია
პარლამენტში დავაყენებთ ეკლესიისთვის დაფინანსების შეწყვეტის და ქონების შესწავლის საკითხს – კორძაია
კატეგორიის სხვა სიახლეები
გამოძიება 2012-ის შემდეგაც უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ხელისუფლებამ NGO-ების ხელშეწყობით სხვა გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კახიშვილმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
21:14 / 08.03.2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებულ, ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება უნდა დაიწყოს ფარულ მიყურადებაზე, თუმცა შინაარსის განხილვაც არ არის სწორი.
21:11 / 08.03.2021
„ისე, მორალურად, თვითონ უნდა რცხვენოდეთ იმ აუდიოჩანაწერების და იმ რეაქციის შემდგომ, რაც საზოგადოებაშია, რომ სწორი ადამიანები მაინც დასვან მოლაპარაკებებზე. მაგრამ, ეს მათი გადასაწყვეტია და მათზე მეტყველებს და არა ოპოზიციაზე. ბოლო დღეებში რაც ხდება, ამან კარგად დაგვანახა, რომ შესაცვლელია ხელისუფლება ქვეყანაში და ის, რაც დღეს ხდება, ეს არის კანონზომიერების ძალადობით დარღვევის შედეგი“, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
21:06 / 08.03.2021

ბოლო დღეებში გამოქვეყნებული ფარული სატელეფონო ჩანაწერების აუთენტურობაში ეჭვი არ ეპარება ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიციის“ სიით დეპუტატი გახდა.

19:44 / 08.03.2021
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მაია ნადირაძე ოპოზიციას ბრძოლის მეთოდებს უწუნებს და გუგლის მოშველიებას ურჩევს.
19:28 / 08.03.2021
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვალდებული არიან, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.
19:21 / 08.03.2021
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" დატოვებას არ აპირებს.
19:18 / 08.03.2021
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ აპირებს შეფასების გაკეთებას.
19:16 / 08.03.2021
გირგვლიანის მკვლელობა შეუკვეთეს, აწამეს, მოკლეს და დღეს ეს ადამიანები გეუბნებიან, იცით რა, იქ ბერამ ვიღაცას რაღაც შეუკვეთაო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

"მე არ ვარ ვალდებული პასუხი გავცე კითხვებს, იმ ადამიანების წინაშეც არ ვარ ვალდებული, ვინც მკვლელებს ედგნენ გვერდში. სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შეუკვეთეს, დაავალეს და მოკლეს, რეალურად აწამეს და მოკლეს ადამიანი. დღეს ეს ადამიანები დგანან და გეუბნებიან, იცით რა, იქ ბერამ ვიღაცას რაღაც შეუკვეთაო. რაც შეეხება მურუსიძეს, მე მისი ადვოკატი არ ვარ, მაგრამ მას დაუწერეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ის შედეგი უნდა დამდგარიყო, რაც დადგა.
17:41 / 08.03.2021
"ნაციონალურ მოძრაობის" მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები დაკრეს.

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ისინი "ივანიშვილის ოჯახის მანიაკალურ მმართველობას" აპროტესტებენ.

"ყველა სახელმწიფო დაწესებულება გადაქცეული არის პირად მსახურებად ბიძინა ივანიშვილის მაფიოზური "კლანის". ისინი ემსახურებიან მარტო ბიძინა ივანიშვილს. მთავრობა აქ არის, ამ შენობაში; ბატონი "ჰაკიმ ფაშაც" ამ შენობაშია და საიდანღაც გვითვალთვალებს.

ოპოზიციის ყველა ძირითადი მოთხოვნა ძალაშია და აუცილებლად მოუწევს ივანიშვილს და მის მაფიოზურ რეჟიმს განმეორებითი არჩევნების ჩატარება. აუცილებლად მოუწევს ყველა პოლიტიკური პატიმრის და მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას გათავისუფლება, რომელიც მძევლად ჰყავთ აყვანილი. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ეს არის პროტესტი იმ ჩანაწერების წინააღმდეგ, რომელიც "ტვ პირველის" არხზე გამოქვეყნდა. ამით დადასტურდა, რომ საქართველოს მართავს პარანოიითა და და სხვა მანიაკალური თვისებებით შეპყრობილი ივანიშვილების ოჯახი. პრინცი ბერა ივანიშვილი სათამაშოდ იყენებს ყველა მინისტრს და მთელი მთავრობა გადაქცეულია ივანიშვილების ოჯახის საამებლად",- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა ბესიკ გაზდელიანმა.
17:04 / 08.03.2021
კალენდარი
×