მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ყოფილი მთავარსარდალი, როგორიც დიდი იმედი მაქვს არასოდეს აღარ ეყოლება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჯარისკაცებს მომავალში. ეს ისევ ის კაცია, რომელმაც ადამიანები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, ტერიტორიული მთლიანობისთვის და აგრესორთან ბრძოლაში, მიატოვა დაჭრილები, გარდაცვლილები და თავად გამოიქცა. ის საზღვარზე იდგა რიგში, რომ ქვეყანა დაეტოვებინა და რომ არა ჩვენი ხანდაზმული პატრიარქი, ალბათ ჩვენ მიწასაც ვერ მივაბარებდით იმ ადამიანებს, ვინც გმირულად დაეცა,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.