გედევან ფოფხაძემ პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ფოფხაძის გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზზე პარტიაში არ საუბრობენ.
პარტიამ "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ბარიერი ვერ გადალახა.