დღეის მდგომარეობით შეზღუდვებთან დაკავშირებით არ მიგვიღია.
როგორც მედიასაშუალებებით და ასევე მოსახლეობაშია ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინაც და დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემული ლოკდაუნის შესახებ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული, - მის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ფართო კონსულაციების გზით მიიღება.