"მოლოდინი მაქვს, რომ მმართველი გუნდი რეალურად შეაფასებს მოცემულობას", - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ ახლა გვჭირდება არა ერთმანეთთან ბრძოლა, არამედ შეთანხმება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან.
ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის ახალი, ვადამდელი არჩევნები", - დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.