დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა.
„პარლამენტში შესვლას რაც შეეხება ვიცით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დადებითად და წარმატებით დასრულდება.
ვიმედოვნებ, ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული წინსვლისა და განვითარებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.