პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველ გუნდთან მოლაპარაკების თაობაზე არანაირი სიახლე არ არის.
ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციის პოზიცია კვლავ უცვლელი რჩება.
"არანაირი სიახლე არ გვაქვს არც მესამე რაუნდთან დაკავშირებით და ოპოზიციური პარტიების პოზიციაც უცვლელია. ახალი არჩევნების ქოლგის ქვეშ არის ბევრი მნიშვნელოვანი წინადადება, რაზეც ალეკო ელისაშვილი საუბრობს. იმიტომ რომ ახალი არჩევნები ნორმალურად უნდა ჩატარდეს. ნორმალურად ჩატარებას კი არსებითი ცვლილებები სჭირდება", - აცხადებს ბოკერია.