ოპოზიციურმა პარტიებმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო წინადადებები შევიმუშავეთ, რომლებსაც მოდერატორებს წარვუდგენთ, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ წინადადებებს მხოლოდ მოდერატორებთან კონსულტაციების შემდეგ წარუდგენენ საზოგადოებას. ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების დღევანდელი შეხვედრაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ ძალიან სასარგებლო კონსულტაციები გაიმართა.
"შედეგი არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, ჩვენი პოზიცია არის ერთიანი, წინადადებები არის ერთიანი, რომელიც ამ შეხვედრების შედეგად ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ. არის ახალი საინტერესო კომპონენტებიც, მაგრამ, რაც მთავარია, ოპოზიციური პარტიები, ვგულისხმობ მათ, ვინც გადალახეს ზღვარი ბოლო არჩევნების შედეგად, ვართ ერთიანი ჩვენს პოზიციაში - მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებღან დაკავშირებით იგივეა, არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა საინტერესო წინადადებებიც, რომელსაც ჩვენს მოდერატორებს აუცილებლად გავაცნობთ. სანამ არ გვექნება ფასილიტატორებისგან შესაბამისი თანხმობა, ჩვენ საზოგადობას ვერ გავაცნობთ ამ წინადადებებს"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს. დიალოგის მესამე რაუნდის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.