წლებია გვესმის შიდა დაპირისპირების შესახებ, რაც არ არსებობს - გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განუცხადა.
„რაც შეეხება ჯანსაღ დისკუსიას, ეს აუცილებელიც არის და პარტიაში ყოველთვის წახალისებული იყო. დანარჩენი, რომ ვიღაცას ეწყინება, ვიღაც შეიძლება ხმამაღალი ტონით... ეს ჩვეულებრივ „მოსულა“. ჩვენთვის მთავარია, რომ გუნდი როგორც არასდროს, ერთ მუშტად არის შეკრული“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.
ამ კონტექსტში დეპუტატმა აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ შიგნით არაერთხელ ყოფილა დისკუსია, განსხვავებული მოსაზრებები, კამათი, თუმცა ამას გუნდის დაშლა არ მოჰყოლია.
„ეს არის ჩვენი ოპოზიციონერების სურვილი, ფანტაზია და ოცნება, რასაც ვერ მოესწრებიან“, - დასძინა ირაკლი ზარქუამ.