არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს - არის განახლებული და ძალიან პროგრესული
არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს - არის განახლებული და ძალიან პროგრესული
კატეგორიის სხვა სიახლეები
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას ეხმაურება.

მდინარაძის თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება ადეკვატურია.

"განცხადება არ წამიკითხავს, თქვენგან გავიგე – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო უკანონო ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რაც უწყების მხრიდან არის ადეკვატური. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩუბინიძემ ჩაიწერა რაიმე? ღარიბაშვილმა მოიპოვა უკანონოდ, თუ რას მეკითხებით? ანუ, თქვენი ჩანაწერი რომ გავრცელდეს და გამოძიება დაიწყოს, თანამდებობიდან თქვენ უნდა გადადგეთ? მე რომ ვიღაცამ მომისმინოს, ფაბრიკაცია გააკეთოს, ჩემი მონასმენის, თამამდებობიდან უნდა გადავდგე, ამას მეკითხებით?, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
12:41 / 09.03.2021
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კელი დეგნანს უმასპინძლა. მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს სანიმუშო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ერთობლივ მონაწილეობაზე. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, აშშ-ის მხარდამხარ კვლავ განაგრძოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა.
12:23 / 09.03.2021
"დიდი ჰესების წინააღმდეგ მოძრაობა, "არა ჰესებს" პროპაგანდა საქართველოში ჯერ კიდევ წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის და ვერც ერთი მთავრობა, ვერც ერთი ცალკეული ენერგეტიკის მინისტრი ვერ დაძლევს ამ პრობლემას, თუკი არ გვექნება ფართო ეროვნული თანხმობა ფუძემდებლურ საკითხებზე", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენებისას.

ნათია თურნავას თქმით, კითხვას, თუ როგორ ეკონომიკას ვაშენებთ - იმპორტზე მზარდად დამოკიდებულს თუ საკუთარი რესურსების ეფექტიანად გამომყენებელს, პასუხი უკვე გაცემული აქვს მთელ რიგ სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიაში.
12:19 / 09.03.2021
საქართველოს პრეზიდენტმა BBC-ს ინტერვიუ მისცა. ჰარდ თოკის მთავარი თემა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება იყო. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩობიდან საქართველოს პრეზიდენტობამდე განვლილ პერიოდზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავების საკითხსაც. წამყვანის კითხვაზე, გმობს თუ ემხრობა პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის მხარს უჭერს კომპრომისს, დეპოლარიზაციასა და დეესკალაციას.

„ვიტყოდი, თუ რას ვუჭერ მხარს. ეს არის კომპრომისი, დეპოლარიზაცია და დეესკელაცია. ჩვენ საკმაოდ რთულ სამუშაოს ვატარებთ კომპრომისის მისაღწევად. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, შესაძლოა მეტად მივმართავ მმართველ გუნდს, რადგან ის მეტადაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ გაანეიტრალოს ოპოზიცური პარტიების მხრიდან შესაძლო პროვოკაციები და ქვეყანაში დესტაბიზილიზაციის სცენარები. ორივე მხარემ მეტი უნდა გააკეთოს ამისთვის, თუკი ორივეს სჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, მე კი ამის ნამდვილად მჯერა. არ მგონია, რომ კრიზისი ამას ხელს შეუშალოს.
11:57 / 09.03.2021
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პროკურატურამ "უკანონო მოსმენებზე, ჩანაწერების უკანონო გავრცელებაზე და მონტაჟზე გამოძიება უნდა დაიწყოს".

როგორც ზარქუა აღნიშნავს, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა.

"ის რაც ხდება, ფაბრიკაცია, დაჭრა, უკანონო მოსმენები, თან როგორც ირკვევა 2010-2011 წლებია, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა რეჟიმთან ჰქონდა სახელმწიფოს საქმე. არ გამორიცხოთ, რომ ამ ფორმით, შანტაჟით, ჩაშვებით, უკანონო მოსმენებით და ფაბრიკაციებით, ხვალ-ზეგ ვიღაცას, წინა რეჟიმის წარმომადგენელს თქვენ არ მოეწონებით, თქვენც იგივე ჩანაწერებს გაგიკეთებენ, დაგიმონტაჟებენ და მოგიწევთ თავის მართლება. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ დიახ, პროკურატურამ უნდა აღძრას საქმე ამ უკანონო მოსმენებზე, უკანონო გავრცელებაზე, შანტაჟზე, დაჭრაზე, მონტაჟზე", - განაცხადა ზარქუამ.
11:53 / 09.03.2021
დღეს, აუცილებლად ვისაუბრებ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჰიდრო რესურსის განვითარება საქართველოსთვის,- ამის შესახებ ჟურნალიტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში ჰესების თემაზე ჩანიშნულ სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

მინისტრის თქმით, პირველი რიგის ამოცანაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები უკეთ გადაწყდეს "ნამახვანიჰესის" პროექტის ფარგლებში.

"პრემიერ-მინისტრის დავალებით, მე და ლევან დავითაშვილს დაწყებული გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და ზოგადად ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან. შევხვდით ცაგერის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, ასევე ჩავედით უშუალოდ ხეობაში და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შევხვდით.
11:42 / 09.03.2021
შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში იმ მისიით ჩამოდის, რომ დებატებში კი არ ჩაერთოს, არამედ პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმებას მიაღწიოს. თუ ვინმეს ილუზია ჰქონდა, რომ მიშელი გაემგზავრებოდა საქართველოდან და დაივიწყებდა ამ ფორმატს, რომელიც მისი ინიცირებული იყო, გამოცდილი შვედი დიპლომატის დანიშვნამ ან პოსტზე, ვფიქრობ, ნათელი გახადა, რომ ევროკავშირმა სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებას, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკების პროცესში ჩართულობის ახალი მექანიზმი შედეგს გამოიღებს.

"მოლოდინი მაქვს, რომ ჩართულობის ეს ახალი მექანიზმი შესაბამის შედეგებს აუცილებლად მოიტანს", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
11:33 / 09.03.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის განკუთვნილი ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და საექსპერტო შემოწმება ახალ, თანამედროვე სტანდარტის შენობაში განხორციელდება. სერვისი სრულად არის მორგებული მოქალაქეთა კომფორტულ და სწრაფ მომსახურებაზე.

შენობა დაყოფილია 12 გამტარ პუნქტად და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის შესაბამის პუნქტებში გადანაწილდნენ. ასევე, ცალკე გამოიყო სატვირთო ავტომობილების დასათვალიერებელი ორი გამტარი პუნქტი.
11:13 / 09.03.2021
გურამ გურამიშვილი, რომელიც მანამდე სს "საქართველოს რკინიგზაში" სატვირთო გადაზიდვების დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995-2021 წლებში საქმიანობდა სს "საქართველოს რკინიგზაში" სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
10:17 / 09.03.2021
შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერი, რომელიც ბერა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს ეხება შემდეგი სათაურით გააზიარა:
00:16 / 09.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×