ზოგადად, დიდი შანსია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერ ვხედავ ოპოზიციაში ალტერნატიულ გეგმას, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩია, „რუსთავი 2“-თან განაცხადა.
„მე მესმის ისე, როგორც არის ნათქვამი, რომ საერთაშორისო პარტნიორები ან უნდა დაარწმუნო იმაში, რომ შენ მართალი ხარ და სიმართლე არის შენს მხარეს, ან დაუჯერო მათ რჩევას და შეთანხმდე ხელისუფლებასთან და შეხვიდე პარლამენტში.
ზოგადად, დიდი შანსია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვერ ვხედავ ოპოზიციაში ალტერნატიულ გეგმას“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების შესახებ მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, საქართველოზე საუბრის კონტექსტში, ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.
„გირჩის“ ინიციატივაა, რომ რეალურ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტის ფუნქცია მიენიჭოს. შესაბამისად, თუ ჯამურად ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. წაგების შემთხვევაში, კი აღიარონ, რომ გაყალბება სულაც არ ყოფილა იმ მასშტაბის, რის მტკიცებასაც თავად ცდილობენ. „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ამ მიზნით, ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ. განსხვავებული შეხედულება აქვთ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს.