“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან კი არ წავიდა, არამედ გარდაისახა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალ შემადგნელობაში.
რომან გოცირიძე “ქართული ოცნების” დღევანდელ ყრილობას Facebook – ში ეხმიანება:
“თოფიანები და ფულიანები-ასე შეიძლება დავახასიათოთ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ ბიუჯეტს და ძალოვან ბლოკს, პლიუს საპარლამენტო წარმომადგენლობა ”დამამშვენებლის” როლით. ამათ დამატებული მარიონეტი გენერალური პროკურორი და მირჩილი პირებით დაკომპლექტებული სასამარათლო სისტემა, მართული ეროვნული ბანკი და რა მივიღეთ? ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება.
წავიდა თუ არა? არსად წასულა, გარდაისახა. ის ახლა ვასიკოშია, ორ ირაკლიშია, ერთ კახაშია, თეაშია და გიაშია. იმ ასფალტშია, რომელსაც მაია დააგებს და ფინანსთა მინისტრი( სულ მავიწყდება მისი სახელი) დააფინანსებს ნასესხები ფულით, იმ ვაქცინაშია, რომელიც კორონას შემუსრავს და იმ რადიოტალღებშია, რომელიც ”იმედს” აფრქვევს ქვეყანაში. იმ ჩაქუჩშია, რომელსაც სპიკერი დასცხებს მაგიდაზე და იმათ გულშია სავსე , ვისი ჯიბეც გაავსო.
ყველგანაა და წავიდაო!
ესეც რწმენის საკითხია. რწმენას ხომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ”- წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ: მმართველმა გინდმა დღევანდელ პარტიულ ყრილობაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია და დაამტკიცა პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.
პარტიის ყრილობის ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტი დატოვა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან მიდის.