მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, - ასე უპასუხა პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა გაითვალისწინოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოწოდება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, განსხვავებით 8 მარტის შეთანხმებისგან, ახლა საერთაშორისო პარტნიორები ოპოზიციის მხარეს არ არიან.
„ყოველთვის ვამბობდით, რომ საერთაშორისო კონტექსტი, განსხვავებით 8 მარტის შეთანხმებისგან, არ არის ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხარეს. ამიტომ ჩვენი მოსაზრება არის, რომ მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდის შემთხვევაში, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში“, - განაცხადა იოსელიანმა.