„მართლა გულწრფელად ვამბობ, ბიჭებო მართლა მენანებით, უკვე ცუდად გამოიყურებით ეკრანზე, მერწმუნეთ. გეტყვით ერთ რამეს - თქვენ იქ კანონებს ვერ მიიღებთ, თავად კარგად თქვით, ერთადერთი რაც შეგიძლიათ, ბუფეტს მიაკითხოთ პარლამენტში, შოკოლადი ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ, მიირთვათ და დაგვანებოთ თავი ბრძოლაში“, - ასე აფასებს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარტია „მოქალაქეების“ პოზიციას, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში უნდა შევიდნენ.
პარტია „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ პოზიციით, თუ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე ხმების საერთო რაოდენობით „ქართულ ოცნებას“ აჯობებს, მისაღები იქნება, რომ ის პლებისციტად ჩაითვალოს.
აღნიშნულ პოზიციას არ ეთანხმებიან დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და აცხადებენ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია, რადგან არჩევნები გაყალბდა.