„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი გიორგი გახარიას მიერ გამოქვეყნებულ სელფზე საზოგადოების გამოხმაურებით „განცვიფრებული” და „გაოცებულია”.
მისი თქმით, გახარია ისე წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან, ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი არ უგია.
„მე, რა თქმა უნდა, ვარ ცოტა განცვიფრებული და გაოცებული, ცოტა გაკვირებული, სელფომანიითა და ლაიქებით. რა ლაიქებზეა საუბარი. ჩვენთან უნდა დადგეს ის ეპოქა, როდესაც პოლიტიკოსს არაფერი არ შერჩება. არც მოპარული, არც გაფუჭებული, არც თვალგამოთხრილი, არც მოკლული, არც გაკაწრული. მხოლოდ ამის შემდეგ მოვა პოლიტიკოსთა ახალი და უკეთესი ელიტა”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში თანამშრომლებთან ერთად გადაღებული სელფი გამოაქვეყნა, რასაც ერთ დღეში 190 ათასამდე ემოცია მოჰყვა.