ღრმად შეშფოთებული ვარ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ურმას პაეტი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.
"უთანხმოების მოსაგვარებლად ძალის გამოყენების ნაცვლად, საჭიროა სათანადო დიალოგი, რათა დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია", - დაწერა ევროპარლამენტარმა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს.