ნინო ლომჯარია - ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ წუთის მდგომარებით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ნინო ლომჯარია - ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ წუთის მდგომარებით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
კატეგორიის სხვა სიახლეები
საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს კარი ღია რჩება, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელია, ორივე ქვეყანამ დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები. ჩემი მთავარი მესიჯია ამ ქვეყნებისთვის, რომ ფოკუსირებულნი იყვნენ რეფორმებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების მოდერნიზაციასა და კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში აქტიურად ვეხმარებით," - აღნიშნა სტოლტენბერგმა
18:18 / 04.03.2021
მიხეილ სააკაშვილი არ შეცვლილა. ჩვენც ველოდით, რომ ის შეიცვლებოდა და რამე სხვას იტყოდა, – ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას დაკავებას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

"ამიტომაც, ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ნიკა მელიას დაჭერა არ შეიძლებოდა, ეს იყო მიშას თამაში, მას უნდოდა შეთანხმებების ჩაშლა და მაგიდის აყირავება და ის პოლიტპატიმარს გამოიყენებდა საკუთარი მიზნებისთვის. ამას აკეთებს სააკაშვილი ახლა. სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ჰყავს დაჭერილი ნიკა მელია, ის თვლის, რომ მას აქვს უფლება სამართლიანი პროტესტი და გულისწყრომა, რომელიც მოდის ხელისუფლების მისამართით, ამაში გაფლანგოს", – განაცხადა ხვიჩიამ.
17:38 / 04.03.2021
გვინდა ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ცვლილების პაკეტი, მაგრამ კომპრომისის სახით განვიხილავთ პლებისციტს, – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ივანიშვილი ყოფილი პრეზიდენტის ჯიბრით პლებისციტს დანიშნავს.

"ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ასეთად – გვინდა ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ცვლილების პაკეტი, მაგრამ კომპრომისის სახით განვიხილავთ პლებისციტს, სადაც ქართველ ხალხს დაესმება კითხვა: სურთ თუ არა ახალი არჩევნები. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ახლა მთავარია ივანიშვილმა სააკაშვილის ჯინაზე გადაწყვიტოს, რომ თანხმდება პლებისციტს, გამოუშვას პოლიტპატიმრები, მერე შეეგუოს მარცხს პლებისციტში და შემდგომ შეეგუოს მარცხს არჩევნებში. სააკაშვილის ჯინაზე ქნას ეს ყველაფერი, მე მხოლოდ გამიხარდება. რაც შეეხება არგუმენტს, რომ გააყალბებენ პლებისციტს, მაგრამ ვერ გააყალბებენ არჩევნებს, აქ ნულოვანი ლოგიკაა.
17:35 / 04.03.2021
ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს, საბედნიეროდ, ნელ-ნელა ახალი ვაქცინებიც შემოდის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველომ კარგად იმუშავა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით, დიდი მოცულობის ტესტირებით და სიფრთხილის ზომებით.
17:06 / 04.03.2021
თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს, ეს არის ერთგვარი პლებისციტი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

სოზარ სუბარი პლებისციტთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება და მათ მოუწოდებს ჩამოყალიბდნენ და ერთიანი პოზიცია წარმოადგინონ.

"გამოდის ერთი პარტია და იტყვის, რომ პლებისციტი მათთვის არის აბსოლუტურად მისაღები, მერე გამოვა მიშა სააკაშვილი და იტყვის, რომ ამას ვინც ამბობს, ის არის მოღალატე და ეს არის "ქართული ოცნების" თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული აზრი, ჯერ ჩამოყალიბდნენ რა არის, რასაც ისინი ითხოვენ, რა უნდათ. თუ ამბობენ რომ არჩევნები გაყალბდა ამაზე უკეთესი შეთავაზება ვიდრე არის საგამოძიებო კომისია, უბრალოდ არ არსებობს, ამის შემდეგ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ნიკა მელიას, მისი გამოშვება არის პირადად მელიას ან ამ ადამიანების ხელში, ეს არის უმარტივესი თემა, მაგრამ ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, არის ზუსტად ის ადამიანი ვინც დღეს ამ პლებისციტის მიუღებლობაზე ლაპარაკობს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად ვერ ვხედავ პლებისციტის რაიმე აზრს, თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, აგერ შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს, ეს არის ერთგვარი პლებისციტი,"- განაცხადა სუბარმა.
17:03 / 04.03.2021
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ს ელჩს სხვადასხვა ოფიციალური არხიდან ჩOVID-19-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს. ასევე, მიმოიხილეს ამ დროისთვის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით არსებული ვითარებაც.

აშშ-ს ელჩმა, თავის მხრივ, საქართველოში ინფექციის მართვის კუთხით და ასევე, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.
17:01 / 04.03.2021
არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვთვლი, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება და მით უმეტეს პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს აქვს ბევრი თავისი პლუსები, – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგი უგულავამ "მთავარის" ეთერში განაცხადა.

"ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე პრინციპით, ანუ 30 მაჟორიტარი, თუ რამე არის ივანიშვილის, მინდა, მიხელ სააკაშვილს შევახსენო, ეს სწორედ 30 მაჟორიტარია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ტოტალური ძალადობით და გაყალბებით მოხდა არჩევნები, ჩვენი ნაწილი შეცდომაც ასევე უნდა ვაღიაროთ, მთავარი შეცდომა წინასაარჩევნოდ ოპოზიციის იყო ის, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით ერთიან მაჟორიტარზე, რადგან ივანიშვილმა თავს მოხვეული მაჟორიტარი დაგვიტოვა, ჩვენ ვალდებული ვიყავით შევჯერებულიყავით, მაგრამ ვერ შევჯერდით. ამ კანონის მიხედვით 40%-იანი ჩამკეტი არსებობს და პლებისციტის შემთხვევაში ხელისუფლებამ თავისი პრინციპის გასატანად 50%-ზე მეტი უნდა აიღოს, მთავარი პლებისციტზე გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ რიგგარეშე პროპორციულ არჩევნებს და სწორედ ვაძლევთ იმას, რაც ივანიშვილმა შემოგვასაღა, იმ 30 მაჟორიტარს", – განაცხადა გიგი უგულავამ.
16:59 / 04.03.2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის მეტად გააქტიურებაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო მიმართულებით.

"როგორც მოგეხსენებათ საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, იქნება ეს პოლიტიკური, თუ სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, პოლიციის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ელჩთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც აქტუალურია, როგორც პარლამენტში მუშაობის კუთხით, ასევე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების მხრივ. ბატონ მიულმანს გავაცანი ჩვენი პოზიციები მისთვის საინტერესო საკითხებზე.
16:52 / 04.03.2021
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრები თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIBS) ესტუმრნენ. კანონმდებლები ადგილზე გაეცნენ სკოლის საქმიანობის სპეციფიკას, გრძელვადიან, მოკლევადიან და დისტანციურ სასწავლო პროგრამებს, თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და სკოლის პერსონალს გაესაუბრნენ. პრეზენტაციის შემდეგ, რომელიც სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რატი ბრეგაძემ წარმოადგინეს, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგაც პარლამენტარებმა DIBS-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.
16:47 / 04.03.2021
საპარლამენტო განხილვის პროცესში შესაძლებელია მრავალმხრივი ჩართვა, ამისთვის აუცილებელი არ არის საკუთარი მანდატის განხორციელება, – ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ მეტად სრულყოფილი პროცესისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს.

"სიამოვნებით მოვისმენდი ოპოზიციური პარტიების პოზიციას, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პარტიები ჩართოს ამ პროცესში, რათა მეტად სრულყოფილი პროცესი მივიღოთ", – აღნიშნა ვახუშტი მენაბდემ პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, მენაბდის განმარტებით, კვლავ პრობლემური რჩება ორი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას და საარჩევნო ადმინისტრაციას.
16:44 / 04.03.2021
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×